ახალი ამბები ვიდეო მთავარი სპორტი

(ვიდეო) ქართველ და უკრაინელ მოჭიდავეებს შორის ჩხუბში მწრთვნელებიც ჩაერთვნენ

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობაში, სადაც ქართველი მოჭიდავეები ასპარეზობენ. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს ზურაბ ერბოწონაშვილი იცავდა. ნახევარფინალში ერბოწონაშვილი უკრაინელ მოჭიდავეს დაუპირისპირდა და შეხვედრა ხელჩართული ჩხუბის შედეგად შეწყდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ გაბრაზდა უკრაინელი ფალავანი, რომელიც ბრძოლას აგებდა და ხელი გაარტყა ქართველ მოჭიდავეს. ამის შემდეგ, უკრაინის სამწრთვნელო შტაბიდან ტატამზე გამოვარდა უკრაინის წარმომადგენელი, რომელმაც ხელი გაარტყა ქართველ ფალავანს. ჩხუბში მწრთვნელებიც ჩაერთვნენ და ტატამზე ჯგუფური დაპირისპირება მოხდა.

 

იტვირთბა....