თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მაღღაზია “აისაფორთი” გაქურდეს.
შემთხვევის ადგილზე ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარი. ტერიტორია შემოსაზღვრულია წითელი ლენტით.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით.