“ეს ჰეპატიტის ვადაგასული მედიკამენტები არ უნდა გადაიყაროს. ვადაგასული წამალი ხშირად კიდევ ვარგისია თვეების და წლების განმავლობაში. ჩლუნგების სამინისტრომ მედიკამენტის მწარმოებელს უნდა მიმართოს და ვარგისიანობის ახალი ვადის დადგენა სთხოვოს.
P.S. ეს რა დეგენერატების ხელში ვართ. ეს წამალი ღვთის წყალობაა მედიცინაში – თითქმის ყოველთვის მოქმედებს და გვერდითი მოქმედებები თითქმის არა აქვს”
მანანა გეგეშიძე, ექიმი-ფსიქიატრი
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”
შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.