მთავარი ციტატა

“საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩააფლავა”, – ზურა გურული

“საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ჩააფლავა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც როგორც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის, ამავე დროს ზოგადადაც სტრატეგიულია იმიტომ, რომ პრეპარატი, რომელიც მივიღეთ, უძვირესია. ჩვენ ამით, ფაქტობრივად, მოვისპეთ, მკვეთრად შევიმცირეთ შანსი იმისა, რომ მომავალში ჩართული ვიყოთ რომელიმე გლობალური მნიშვნელობის პროექტში, რომელსაც განახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ფარმაკოლოგიური კომპანიები”

ზურა გურული, ექიმი, ანესთეზიოლოგი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი

“მთავარი არხი”, საინფორმაციო გამოშვება “ღამის მთავარი”

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....