მთავარი ციტატა

“გერმანია დარწმუნებულია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს”, – ანგელა მერკელი

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება შევინარჩუნოთ. გერმანია დარწმუნებულია, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბერლინი ყველანაირ დიპლომატიურ წყაროს იყენებს, რათა მოხდეს შეთანხმების პირობების დაცვა ყველა მხარის მიერ“

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანმა განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება და ურანის გამდიდრებასა და გამდიდრებული ურანის მარაგის რაოდენობაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავს.

იტვირთბა....