მთავარი ციტატა

“ხელისუფლების უნიათობის გამო ნახევარი მილიარდის წამალი გადასაყრელი გახდა”, – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“გილიარდმა გამოგვცა 2.6 მილიარდის ღირებულების წამალი სრულიად უსასყიდლოდ. ირკვევა, რომ ნახევარი მილიარდის წამალი საქართველოს ხელისუფლებამ უნიათობის გამო გადასაყრელი გახადა ქვეყანაში, სადაც წამალი ნომერ პირველი პრობლემაა ერთ-ერთი ზოგადად”

ზურაბ ჭიაბერაშვილი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

“მთავარი არხი”, საინფორმაციო გამოშვება “ღამის მთავარი”

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....