ავღანეთის ნატოს მისიის წარმომადგენლების მიერ გავრელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთის სამხრეთით ავტომობილი აფეთქდა, რასაც ორი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა.
აფეთქებული ავტომობილი ნატოს მისიის , “მტკიცე მხარდამჭერის”, კოლონაში მოძრაობდა, ინციდენტი ყანდაღარის პროვინციაში მოხდა.
ავღანური მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.