იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ნატო გათენაშვილი კლინიკაში ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, მაჩვენებელი თითქმის უცვლელია, კლინიკას დღის განმავლობაში 60-80 პაციენტი აკითხავს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობა თითქმის არ იცვლება. დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკას აკითხავს დაახლოებით 60-დან 80-მდე პაციენტი, აქედან უმეტესობა გრიპის ვირუსით დაავადებული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსით. ხშირ შემთხვევაში, არის გართულებული მდგომარეობა პნევმონიით, რომლებიც ჰოსპიტალიზებას საჭიროებენ“, – განაცხადა ექიმმა.