საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს, კუნძულ პაქსოსთან, ნავის ჩაძირვის შედეგად 12 მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია გემები და ვერტმფრენები. სამაშველო ოპერაციის შედეგად, ქვეყნის საზღვაო დაცვამ 21 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. სამუშაოები რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე 50-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.