ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ სასულიერო პირს სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული, საპატრიარქო მოსანანიებლად მონასტერში განამწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენს ხანს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სასულიერო პირის მეუღლე, ნინო ჩიქოვანმა (გოგროშიძემ) სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჩიქოვანს ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სასულიერო პირი მასზე ქორწინების დღიდან ძალადობდა. ის ასევე მამათილის მხრიდან ძალადობაზეც საუბრობს, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით  3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

იტვირთბა....