ავსტრალიაში მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი უკვე 150-ზე მეტ კერას უკიდია. მაშველები ხანძრის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობენ. სამაშველო ოპერაციებში ამერიკელი მეხანძრეებიც არიან ჩართული.
სტიქიის შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. მთავრობის განცხადებით, ევაკუაციის პროცესი დაგვიანებულია.
სტიქიამ მილიარდზე მეტი ცხოველი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 27 ადამიანი.
ეკოაქტივისტები მასშტაბურ ხანძარს კლიმატურ ცვლილებას უკავშირებენ და მთავრობას მის წინააღმდეგ ბრძოლას მოუწოდებენ.