“მიზანშეწონილად, საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია ბრალდებულისთვის სასჯელის მოხდის გადავადება” – აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი.
აღნიშნული განცხადებით, ადვოკატმა ხაზი გაუსვა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკებს.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას. ამ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია ეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ასევე მისი უფრო გაუარესების სერიოზული რისკები არსებობს, მიზანშეწონილად, საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული მექანიზმი,”- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი განაცხადა.