ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი უკრაინული „ბოინგის” ჩამოგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა მგლოვიარე ოჯახს ,“- წერს ჰასან რუჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს.