ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანისგან ველოდებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას” – ზელენსკი

“ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში” – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებას და განაცხადა, რომ ირანისგან არა მხოლოდ ბრალის აღიარებას, არამედ ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციასაც ელოდება.

ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა. ჯერ კიდევ საერთაშორისო კომისიის მუშაობის დასრულებამდე, ირანმა თავისი ბრალი აღიარა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას“,- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს.

იტვირთბა....