ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივნისიდან არასრულწლოვნებს ღამის კლუბებში, კაფეებში, კინოთეატრებსა და ინტერნეტ-სალონებში შესვლა შეეზღუდებათ

18 წლამდე ახალგაზრდებს, ივნისიდან ღამის კლუბებში, კაფეებში, კინოთეატრებსა და ინტერნეტ-სალონებში შესვლა შეეზღუდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, რომელზეც “აჭარის ტელევიზიამ” ისაუბრა დაუშვებელია არასრულწლოვნების დაშვება უფროსებისთვის განკუთვნილ კინოსეანსებზე, ასევე იკრძალება არასრულწლოვნების დასაქმება ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზების სფეროებში.

შეზღუდვებს „ბავშვთა კოდექსი“ აწესებს, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ჯარიმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს.

იტვირთბა....