8 იანვარს გამთენიისას ირანში ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილ 176 ადამიანს შორის 24 ბავშვია. სამაშველო სამსახურმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღო მგზავრების პირადი ნივთები. ფოტოებზე სწორედ ეს ნივთებია ასახული.
შეგახსენებთ, რომ ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.