ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იქნებ, გამახსენოთ მის დროს გაკეთებული რაიმე საქმე” – ხაზარაძე ბახტაძეზე

მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძე დაკარგული იყო და არავინ კითხულობდა, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის გულის მოგება უნდა, რომ „ქამ ბექი“ გააკეთოს.

მისი განცხადებით, ბახტაძე “ფეისბუქით” მოვიდა და “ფეისბუქით” წავიდა.

“ეს, ბახტაძე რომელია, პრემიერ-მინისტრი რომ იყო, „ფეისბუქით“ რომ მოვიდა და „ფეისბუქით“ რომ წავიდა?! იქნებ, გამახსენოთ მის დროს გაკეთებული რაიმე საქმე , ან რკინიგზაში, რომელსაც დღეს 800 მილიონი ვალი აქვს” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„გინახავთ რკინიგზის ვაგონები?! გინახავთ, რა მდგომარეობაშია რკინიგზა?! მოდით, ჯერ შევაფასოთ, რატომ გახდა პრემიერ-მინისტრი. რამე დამსახურება ჰქონდა ფინანსთა მინისტრობისას რამე კარდინალურად შეცვალა ეკონომიკისა და ფინანსებისთვის?! შიდა და გარე ვალი ორნახევარჯერ გაგვეზარდა. მარტო კომენტატორი ხომ არ უნდა გახდე, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, რაღაცით, ხომ, უნდა მოიწონო თავი, რაღაც ხომ უნდა თქვა.

რაც შეეხება 500%-იან სესხებს ეს, სწორედ მაგ დროს გაჩენილი ონლაინ და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების კრედიტებია. მანახეთ, რომელ 500 %-იან სესხს არ რიცხავს ქართული საბანკო სისტემა. კიდევ ვიმეორებ, რამდენჯერაც არ უნდა თქვან, ქართული საბანკო სისტემა არის ყველაზე გამართული არამარტო ამ რეგიონში. სირცხვილი იმ ბანკირებს, რომლებიც გამოდიან და არ იცავენ თავიანთი მუნდირის ღირსებას და არიან ჩუმად, იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შექმნეს ყველაზე გამართული საბანკო სისტემა მსოფლიოში.

ასეთი განცხადება, რომ კეთდება (ყოფილი) პრემიერ-მინისტრისაგან და დაიწყო ანტისაბანკო რიტორიკა, იმიტომ არის, რომ ახლა იმ რეგულაციების შეცვლაზე ფიქრობენ. იმ რეგულაციამ ყველაფერი დაანგრია . ის 500% -იანი მოიკითხოს იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ, რომლებმაც ხალხი გაატყავეს. ამას ნუ ურევენ. წინასაარჩევნოდ უნდოდათ, რაღაცისთვის დაებრალებინათ და ეს ყველაფერი ქართულ ბანკებს დააბრალეს. თუ პროფესიონალურად ვლაპარაკობთ, ვილაპარაკოთ პროფესიონალურად. ბახტაძემ მიხედოს იმ გაფუჭებულ საქმეებს, რაც რკინიგზაში მოხდა, რომელიც ხელიდან ხელში გადადის „ქართუს“ თანამშრომლებში. ამიხსენით, ყველა სპეციალისტი რატომ უნდა იყოს „ქართუდან“?! რკინიგზის სამსახურია „ქართუში“, რკინიგზა იციან თუ რა?! ჩაგიხედავთ საერთოდ, რა ხდება რკინიგზაში?!” – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სიცრუეში დაადანაშაულა.

იტვირთბა....