ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) ვარკეთილში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ვარკეთილში, “ანას ბაღში” პოლიციასა და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება  მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი, ბაღში 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა.

დილიდან ვარკეთილში, „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის” დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით.

იტვირთბა....