CNN-ის ინფორმაცით, ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ „დიდ ტყუილში“ ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ხოლო აშშ-ს თანამდებობის პირების ბრალდებები, რომ „ბოინიგ 373“ რაკეტებმა ჩამოაგდო, უარჰყო და „დიდ ტყუილად“ შეაფასა.
ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ალი რაბიეიმ ირანის „Press TV”-ზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ასეთი დიდი სიცრუისთვის პასუხისმგებლობას არავინ აიღებს.
„ასეთი დიდი სიცრუისთვის პასუხისმგებლობას არავინ აიღებს მაშინ, როდესაც ცნობილი გახდება, რომ განცხადება სიცრუეა. სამწუხაროა, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ფსიქოლოგიური ოპერაცია და ისინი, ვინც ამას შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად მხარს უჭერენ, შეურაცხყოფას აყენებს იმ ოჯახების ტრავმას, რომელთაც ნათესავები დაკარგეს, და ასევე, მათ ამგვარი მცდარი ინფორმაციის გავრცელებით მსხვერპლად აქცევს გარკვეული მიზნებისთვის“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს ირანული საზენიტო რაკეტის მიერ უკრაინის სამგაზვრო ავიალაინერის ჩამოგდების კადრებს. ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ თვითმფრინავს ეჯახება ობიექტი, რომელიც რამდენიმე წამში ავიაკატასტროფას იწვევს.
ფოტოზე, რომელიც სპეციალურად ამოვიღეთ ვიდეოდან, კარგად ჩანს ორი ობიექტი, ერთ-ერთი ისარი მიუთითებს საზენიტო რაკეტისკენ, ხოლო მეორე -სამგზავრო თვითმფრინავია.
შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.