ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდოეთში ქალბატონს საკუთარი დაკრძალვის დროს გაეღვიძა და ფეხზე წამოდგა

ინდოეთის შტატ კარნატაკაში უცნაური შემთხვევა მოხდა, რამაც საკმაოდ ბევრი ქვეყნის მედია მოიცვა. ქალბატონი, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა, უცბად, საკუთარი გასვენების დროს თვალი გაახილა და წამოდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო The Hindu ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ბელგაუმში მოხდა. 8 იანვარს, 55 წლის მოქალაქე, მალატი ჩაუგული საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით მიიყვანეს. მალე მან გონება დაკარგა და ექიმების დიაგნოზმაც არ დააყოვნა. კლინიკაში განაცხადეს, რომ ქალბატონი გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლებმა მალატი ჩაუგული სახლში გადაიყვანეს და დასაკრძალი ცერემონიისთვის დაიწყეს მზადება. აღნიშნულ დღეს, ქალბატონმა თვალები გაახილა და სასახლიდან წამოდგა, რამაც ირგვლივ მყოფები შოკში ჩააგდო.

 

იტვირთბა....