ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჯანდაცვა

კიბოს საწინააღმდეგო, რევოლუციურმა, ახალმა წამალმა ტესტირება წარმატებით გაიარა

კიბოს საწინააღმდეგო ახალმა, რევოლუციურმა ნაერთმა აჩვენა თავისი ეფექტურობა, რომელიც სიმსივნის ზომისა და მისი წონის შემცირებას გულისხმობს. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Xinhua ჰონგ-კონგის უნივერსიტეტზე დაყრდნობით. მეცნიერთა აზრით, ქიმიოთერაპიის პრეპარატების ერთ-ერთი ნეგატიური მხარე მათი უკონტროლო აქტივაციაა. საბოლოოდ, ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ  სიმსივნურ, არამედ ჯანმრთელ უჯრედებზეც.

ფორბიპლატინის ნაერთმა შეიძლება გაზარდოს ქიმიოთერაპიის სიზუსტე. ეს იმედს იძლევა, რომ კიბოზე მკურნალობის დროს, მინიმუმამდე დავა ნორმალურ უჯრედებზე უარყოფითად ზემოქმედების ფაქტორები. საუბარია ძუძუს და საკვერცხეების სიმსივნეზე. ფორბიპლატინი, გააქტიურებული წითელი შუქით, იწვევს სიმსივნის ზომის შემცირებას 67%-ზე და წონის დაკლებას 62%-ით. როგორც გაირკვა, ეს დადასტურდა მღრღნელებზე ექსპერიმენტებით.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი პრეპარატის მიღების შემდეგ, მღრღნელების ძირითადი ორგანოები უფრო ჯანმრთელ მდგომარეობაში იყვნენ. ფორბიპლატინი არის პირველი დაბალმოლეკულური კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც აქტიურდება წითელი შუქით, უკვე კიბოს განვითარების ზონაში.

იტვირთბა....