ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 2 თვეში, 19 აპრილის ღამეს მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ბათუმის რეზიდენციაში ესტუმრა. ინფორმაციას ამის შესახებ “ფორმულა” ავრცელებს.
ასევე “ფორმულას” ინფორმაციით თორნიკე მამალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ტელეკომპანია, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან დიმიტრი შიოლაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მეუფემ ზარებს არ უპასუხა და მოკლეტექსტური შეტყობინებით შეხვედრა დაადასტურა.
კვირიკაშვილის ამ შეხვედრის დამადასტურებელი ერთადერთი ვიდეო მასალა ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთმა გაავრცელა. გასაიდუმლოებული და დახურული შეხვედრა ღამის 11 საათზე გაიმართა.
დეკანოზის ძმის განცხადებით, მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი, ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა მეუფეს დუმილის სანაცვლოდ საქმე ჩაიფარცხა.
სწორედ ამ შეხვედრიდან 10 დღეში ოხანაშვილმა საქართველო დატოვა და მედიასთან კავშირი სრულად შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს და 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. პრეზიდენტმა დეკანოზს შეწყალების თხოვნაზე უარი განუცხადა.