ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ირანი უარს აცხადებს “შავი ყუთი” უკრაინას გადასცეს

ირანი უარს აცხადებს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ნაპოვნი „შავი ყუთი“ ხომალდის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „ბოინგს“ გადასცეს, რადგან ეტიკეტით უკრაინელებს მოუწევთ “შავი ყუთი” გადასცენ ამერიკასაც რისი წინააღდეგიცაა ირანი.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გადავცემთ “შავ ყუთს” “ბოინგის” მწარმოებელ ქვეყანას, ამერიკას” – ამის შასახებ განცხადებას ირანული მხარე აკეთებს.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ავიაკატასტროფას იძიებს ის ქვეყანა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა მათი ცნობით, გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინამ, სადაც რეგისტრირებულია ხომალდი და აშშ-მაც, სადაც მისი წარმოება მოხდა.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ამ დროის მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.

ფოტო: CNN

იტვირთბა....