ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მხილება ეხებათ მათ, ვინც საშობაო წირვაზე წინ იდგნენ, მათ შორისაა პატრიარქიც” – მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება მტკიცებულებები ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც საპატრიარქოში არსებობს.

მისი თქმით ის სასულიერო პირები, ვინც საშაობა წირვაზე წინა ფლანგზე იდგა, მხილება მათ ეხებათ და მათ შორისააა პატრიარქიც.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებები არსებობს, არიან ასევე მოწმეები, რომლებიც მზად არიან ამ პრობლემებზე ისაუბრონ.

„რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რაზეც ვსაუბრობდით, საზოგადოებას მიეწოდება ეტაპობრივად ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომელიც საპატრიარქოში არსებობს. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია, ამ დღეებში დავიწყებთ და ეტაპობრივად მივაწოდებთ. ეს იქნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მათი წარმოდგენის შემდეგ საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება. ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რადგან ისინი არიან შემადგენელი ნაწილი ეკლესიის და სრული უფლება აქვთ იცოდნენ ამ ეკლესიის სათავეში ვინ დგანან. მტკიცებულებები სხვადასხვა ტიპისაა, მოწმეები არსებობენ. თავადაც ისაუბრებენ, ისინი არიან ამ ყველაფრის შემსწრე, სხვადასხვა მასალები არსებობს, სხვადასხვა მტკიცებულებები. ჩვენ ახლა დავიწყებთ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას. შეგიძლიათ გადაახვიოთ საშობაო წირვა, ამ წირვაზე ვინც წინა ფლანგზე იდგას, ეს მათ ეხებათ. სასულიერო პირებს ვგულისხმობ, მაღალ იერარქიებს და მათ შორის არის, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, კათოლიკოს-პატრიარქი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან ახლა სახალხო დამცველი იმყოფება და ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა დეკანოზი შიმშილობას.

„მან შიმშილობა გამოაცხადა გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო მკურნალობა არ უტარდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ის ითხოვს ერთხელ და სამუდამოდ, მოხდეს მისი გამოჯანმრთელება, ფეხზე დადგომა, რომ მან შეძლოს დაბრუნება „მატროსოვის ციხეში“ და უკანონო მსჯავრის მოხდა, რაზეც გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა სახალხო დამცველთან შეხვედრას,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....