ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემი შვილი გააშიშვლეს და წამებით მოკლეს” – მურად წურწუმიას ოჯახი შურისძიებით იმუქრება

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე წამებით მოკლული ახალგაზრდას ოჯახი ინცინდენტში მონაწილე მეორე პირის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს.

მურად წურწუმიას ნათესავების კიდევ ერთი მოთხოვნა, საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის ზურაბ ფოფხაძისთვის სამუდაო პატიმრობის მისჯაა.

მოკლულის ძმა, რომრლიც შმზარავი დანაშაულის ცოცხალი თვითმხილველია, აცხადებს რომ წამებაში ფოფხაძის მეგობარიც მონაწილეობდა, რომელსაც საგამოძიებო ორგანო ხელს აფარებს.

“ეს დანაშაული ჩაიდინა ორმა კაცმა… ჩემი შვილი გააშიშვლეს, გაწმინდეს, რომ კვალი დაეფარათ. ჩემი მურადი ორმა ადამიანმა მოკლა, მეორე შვილიც მათ სცემეს, ის ამ დრომდე საავადმყოფოშია. ორივე მკვლელი უნდა დაისაჯოს. 4-დან 7 წელი არაფერია, ვითხოვთ სამუდამოს ან თავი მოიკლან”- აცხადებს მოკლულის დედა.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა 24 წლის მამაკაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – 126-ე პირველი პრიმა მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ცემასა და ძალადობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობასა და ადამიანის მოტაცებას გულისხმობს. მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....