ხანძრის შედეგად, წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, ორი ადამიანი დაიღუპა.
ხანძარი გუშინ, გვიან ღამით რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ მოხდა.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს ერთ-ერთ ოთახში ცეცხლის ღია კერა დახვდათ. ხანძრის შედეგად, 65 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი უწყება. შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.