ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარტვილში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს – დაკავებულია 1 პირი: 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....