„პატრიარქი და პრეზიდენტი რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ამ თემაზე ისაუბრეს, ეს მეუფე ანდრია გვაზავამაც დაადსტურა, უბრალოდ არ დაადასტურა შინაარსი, რაზეც მე ვსაუბრობ. პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეხვედრა რომ გაიმართა და დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით საუბარი იყო, მეუფე დიმიტრის შეუძლია, მეუფე ანდრია გვაზავას განცხადება გადაახვიოს და კარგად მოუსმინოს.მეუფე ანდრია გვაზავა ამბობს, რომ ის თავად ესწრებოდა ამ შეხვედრას. მეუფე დიმიტრი ცილისმწამებლური განცხადებებით გამოდის ჩვენი მისამართით, როდესაც ვამბობ, რომ პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეხვედრა შედგა, არ ვიტყუები, ვინაიდან მაქვს ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვინც უშუალოდ ესწრებოდა მას. მეუფე დიმიტრი არის ცილისმწამებელი, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვიდან გამოსული ადამიანი ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს“
თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა
შეგახსენებთ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა, რომელზეც გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა მეუფე ანდრია გვაზავამაც დაადასტურა.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.