ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი” – გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი და “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკ გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც გვარამია ამბობს, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია.
წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

 

იტვირთბა....