ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შეწყალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შეწყალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროებს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ხუთი მსჯავრდებულიდან ორი ქალია.

მათივე ცნობით, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან სამი, მათ შორის ერთი ქალი, სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ორ მსჯავრდებულს პირობითი სასჯელი აქვს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ციხეს დღესვე დატოვებენ.

„საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 06 იანვარს შეიწყალა ხუთი მსჯავრდებული, საიდანაც ორი არის ქალბატონი. ხუთი მსჯავრდებულიდან სამი მსჯავრდებული სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელთაგანაც ერთი არის ქალბატონი, სამივე მსჯავრდებული სასჯელაღსრულებას დატოვებენ დღესვე, რაც შეეხება ორ მსჯავრდებულს, მათ აქვთ პირობითი სასჯელი, რომლიდანაც ერთი ქალბატონია“ ,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.  

საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.

პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....