ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გარკვეული პირების მიზანია, დეკანოზი მამალაძე იყოს პატიმრობაში” – ადვოკატი

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც “მეტრონომს” სასულიერო პირის უფლებადამცველმა განუცხადა, გარკვეული პირების მიზანია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში იყოს.

“მე ვიცოდი, რომ არ შეიწყალებდნენ იმიტომ, რომ გარკვეული პირების მიზანია, რომ ის იყოს პატიმრობაში – ეშინიათ მისი თავისუფლებაში ყოფნის და მისგან კითხვებზე პასუხის გაცემის”, – უთხრა “მეტრონომს” მიხეილ რამიშვილმა.

შეკითხვაზე, თუ ვის ეშინია დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების, ადვოკატი ამბობს:

“ვინც არიან საპატრიარქოში, როგორც საერო, ისე სასულიერო პირები. და ამაზე არაერთხელ მისაუბრია მას შემდეგ, რაც ეს უნიჭო, უსამართლო ე.წ. ციანიდის საქმე შეთხზეს”.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალებულთა შორის მსჯავრდებული სასულიერო პირი არ არის.

 

იტვირთბა....