ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო, ნატოს საგანგებო სხდომა მოიწვია. იტყობინება ავსტრიული გაზეთი “სტანდარტი”.
სხდომა დღეს უნდა გაიმართოს.
მას შემდეგ რაც, შეერთებული შტატების საჰაერო იერიშის შედეგად, ბაღდადში, ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს, ერაყმა დაარღვია შეთანხმება საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჯარების მის ტერიტორიაზე განლაგების შესახებ და უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა მოითხოვა.