3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა კენიაში, სამხედრო ბაზაზე დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავდასხმა მენდა ბეის აეროდრომის რაიონში მოხდა.
შემთხვევის დროს ასევე დაშავდა 2 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
”დაჭრილი ამერიკელები ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაში და ევაკუირებულნი არიან”, – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო სამსახურის აფრიკის სარდლობის განცხადებაში.