ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა არ გაზრდილა.
დღის განმავლობაში ინფექციურ კლინიკად 30-35 პაციენტი მიმართავს და მათგან უმეტესობის ასაკი 20-დან 30 წლამდე მერყეობს. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში 18 პაციენტი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ცენტრის ინფექციონისტი, მაია ჟამუტაშვილი “პირველ არხთან” განმარტავს, ქვეყანაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსი ფიგურირებს და უმეტეს შემთხვევაში გართულებებს ადგილი არ აქვს, რადგან პაციენტები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართავენ.
„დღის განმავლობაში მოგვმართავს 30-35 პროცენტი, სტაბილურად არის მომართვა და მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის დაახლოებით 30-40 პროცენტ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისი, სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა“ , – აცხადებს ინფექციონისტი.