ახალი ამბები მთავარი სამართალი

ესპანეთში ქურდობის მცდელობის დროს საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდში სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლის გაქურდვა საახალწლო დღესასწაულის დღეებში სცადეს, მაგრამ მეზობლებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა, სახლიდან გამომავალი ხმები გაიგეს და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

სამართალდამცველების ადგილზე მისვლის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა სცადა.

ის მეოთხე სართულიდან ზეწრების საშუალებით გადახტომას ცდილობდა, თუმცა ამ დროს ჩავარდა. შედეგად მას ფეხი მოტყდა.

პოლიციამ მეორე მოქალაქე ადგილზე დააკავა და სამედიცინო ცენტრში გააიყვანა.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის დროს სპეციალური მოწყობილობები ამოიღო, რომლის საშაულებითაც მათ კარის საკეტი მარტივად გახსნეს.

იტვირთბა....