ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მსოფლიომ სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ომი არ უნდა დაუშვას” – “გაეროს” გენმდივანი

გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის პრესსპიკერის მოადგილე, ფარჰან ჰაქი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

განცხადების მიხედვით, გაერო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მსოფლიომ სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ომი არ უნდა დაუშვას და ლიდერებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი.

შეგახსენებთ, რომ გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

გენერალი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანელი გენერლის მკვლელობა დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.

იტვირთბა....