თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, თურქეთი ლტოლვილთა ახალ ნაკადს აღარ შეიფარებს, რადგან 250 000–მდე ადამიანი უკვე მიემართება იდლიბის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დახმარებით სირიის სამთავრობო ძალები იდლიბის რაიონს ინტენსიურად ბომბავს. კონფლიქტის რეგიონი უკვე ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა