ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს მუცელღორა ხელისუფლება ბიბლიურ მეორედ მოსვლამდე არაფერს შეცვლიან” – გიგლა ბარამიძე

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება არაფერს არ შეცვლის და მათი პოზიციაც უცვლელი რჩება.

“ეს მუცელღორა ხელისუფლება ისეთ მადაზეა, ბიბლიურ მეორედ მოსვლამდე არაფერს შეცვლიან. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, აუცილებლად პროპორციული არჩევნები ან მეორშირეე ვარიანტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ქართულ რეალობას მორგებული და გულყრა დაემართათ, რადგან არ იციან, რა პასუხი გაგვცენ,” – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები მორიგი მე–5 რაუნდის შეხვედრისთვის ემზადებიან. აქამდე გამართული მოლაპარაკებების 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....