ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია” – იაშვილის კლინიკა

ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია – ამის შესახებ ინფორმაციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ადასტურებს. მისი თქმით საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს.

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი.

„დეკემბრის პირველი ნახევრიდან ვირუსული ინფექციით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. ძირითადად ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება ბე ტიპის ვირუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პაციენტს დახმარება გავუწიოთ და ამისთვის მზად ვართ. ადგილების რაოდენობა საკმარისი გვაქვს“,- განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, გადაუდებელი მედიცინის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა.

იტვირთბა....