„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეც მივდივარ ახლა თურქეთში. გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება, არანაირი ოპერაცია საჭირო არ არის. ოპერაციები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ძალიან კარგად შეაფასეს, არც მკურნალობაზე არ ყოფილა რაიმე პრეტენზიები გამოთქმული. მკურნალობას განაგრძობენ, იმედი არის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება”
ანა ჯაბაური – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე
განაცხადა ჯაბაურმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას