ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 81 ადამიანი დაშავდა

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48, ხოლო რეგიონებში – 33 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დაზიანებული 48 მოქალაქიდან ჰოსპიტალიზება 35-ს, რეგიონებში დაზარალებულთაგან კი, 16 მოქალაქეს დასჭირდა.

იტვირთბა....