თბილისში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ყვითელი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დაღუპული ავტობუსის მგზავრი, ხოლო დაშავებული მძღოლია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.