aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს კლანი, რომლის შემადგენლობაში არის დიმიტრი გვრიტიშვილი” – ანა დოლიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი, რომელიც მან მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ანა დოლიძის გაცხადებით სასამართლოს კლანი აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაშიც დიმიტრი გვრიტიშვილს მაღალი თანამდებობა უკავია.

“სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს კლანი, რომლის შემადგენლობაში არის დიმიტრი გვრიტიშვილი და მას უკავია ძალიან სერიოზული მაღალი თანამდებობა. გასაგები იყო, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა დიმიტრი გვრიტიშვილის გაკრიტიკებას.

ეს საქმე გაიწელა 1 წელზე მეტ ხანს სწორედ იმიტომ, რომ კლანის ინტერესებში და დიმიტრი გვრიტიშვილის ინტერესებში იყო, რომ უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს უკვე დახვდეს კლანის მოსამართლეები, რომლებიც გააკონტროლებენ ყველა პალატას.

მომიწევს მეტი აწონ-დაწონვა იქიდან გამომდინარე, რომ უზენაეს სასამართლოსაც აკონტროლებს დღეს კლანი – ღირს თუ არა იქ წასვლა სამართლიანობის მისაღწევად, თუ ჯობს, პირდაპირ მივმართო სტრასბურგის სასამართლოს,” – აცხადებს ანა დოლიძე.

იტვირთბა....