ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ახალგორელმა სტუდენტებმა მშვიდობიანი მანიფესტაცია გამართეს.

სტუდენტების განცხადებით, მარიონეტული რეჟიმი არ აძლევთ საშუალებას მოქალაქეებს საკუთარ სახლებში ჩავიდნენ.

“ეს არის მშვიდობიანი მანიფესტაცია, იმის აღსანიშნავად, რომ მოსახლეობა ძალიან რთულ ვითარებაშია. მივმართავთ საზოგადობას, რომ ჩვენი მანიფესტაცია გაიგონ სწორედ. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. უკვე 4 თვეა არ მიეწოდებათ საკვები, მედიკამენტები, რაც მომავალში ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება. გვინდა გაიზიარონ ჩვენი ტკივილი. პერიოდულად ხერხდება იქ ჩასვლა, თუმცა ახლა ამის საშუალება არ გვეძლევა. წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ახალ წელს შეხვდე ოჯახის წევრების გარეშე. არ გვინდა, რომ ამას პოლიტიკური ელფერი მიეცეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

იტვირთბა....