ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წლევანდელი წელი იყო საკმაოდ დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით

მისივე თქმით, ქვყანაში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია.

„დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20%-ით არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20%-ით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს. დღეს სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა,” – განაცხადა პრემიერმა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობის, ქვეყნისა და მოქალაქეების პასუხი ოკუპაციაზე არის მოსახლეების 70%- ის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინტეგრაციის.

„ეს არის ის მიმართულება, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმდიმდევრულად გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევრატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 30 დეკემბრს მთავრობას, წლის ბოლო მთავრობის სხდომა ჰქონდა.

იტვირთბა....