ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 35 წლამდე ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

იტვირთბა....