„მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. საერთოდ, საპატრიარქოს შუამდგომლობების მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ის გაკეთებული გვაქვს. შუამდგომლობა გაიგზავნა სინოდის სხდომიდან ერთ კვირაში. არ ვიცი ახლა, მე მოვუწოდებ თუ არ მოვუწოდებ პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გავაკეთეთ. მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ჰკითხეთ პრეზიდენტს“
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
წმინდა სინოდმა დეკანოზ მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.