“ეს ჩუმი და წყნარი კაცი უცბად სამაგალითო გახდა ყველა ქართველისთვის. ძალიან ძნელია, როდესაც კეთილ საქმეზე მიდიხარ და შენს ტერიტორიაზე დაგაკავებენ. ვიღაცას თუ თავი არ გაუწირავს სხვისთვის, ის ვერასდროს გაიგებს როგორ შეიძლება გადახვიდე იქ, სადაც შეიძლება დაგიჭირონ. ამ ფსიქოზმა, რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა. მე მჯერა, რომ ვაჟას არავის მსგავსი ნათქვამი არ ეწყინება იმიტომ, რომ ის დიდსულოვანი ადამიანია”
მეუფე იაკობი – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი
აღნიშნული განცხადებით ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს, მეუფე იაკობი უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
გაფრინდაშვილს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
საოკუპაციო ძალების წარმოადგენლებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს.