„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა. როგორც ველოდით, ის თავის ოჯახთან ერთად შეხვდება ახალი წლის დღესასწაულს. ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ვაჟა ექიმს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამაში ბატონმა რუდენკომ და ბატონმა კოსაჩოვმა. მე, პირადად, მათ მადლობას ვუხდი, რადგან ვიცი, ძალიან მონდომებული იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებულიყო ვაჟა გაფრინდაშვილი. როცა არ უშვებდნენ, მაშინ ვამბობდით, რუსეთის ბრალიაო; როცა გამოუშვეს, ვამბობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა”
ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.