ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
აღნიშნული ინფორმაციას sputnik-ossetia-მ გაავრცელა.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.